პროგრამის სახელწოდება
მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამის ავტორები:
კახა გაბუნია, ასოცირებული პროფესორი (პროგრამის ხელმძღვანელი)
ეფემია ხარაძე, ასისტენტ პროფესორი (კოორდინატორი)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
განათლების მაგისტრი/ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგანთა ჯგუფის მასწავლებელი
სწავლების ენა
ქართული
- საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია დაწყებითი განათლების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება, რომელიც ფლობს I - IV კლასების მშობლიური ენის (სომხური / აზერბაიჯანული) ქართულის, როგორც მეორე ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ კომპეტენციებს, დამატებით V - VI კლასის ქართულის, როგორც მეორე ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივ მეცნიერებათაგან ერთ-ერთი ან მაქსიმუმ ორი საგნის / საგნობრივი მიმართულების კომპეტენციას; კერძოდ, პროგრამის ამოცანაა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის / საგნის /საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება,
- პროგრამა უზრუნველყოფს:
- ა. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური ცოდნის საგნობრივ ცოდნასთან ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით, შეძლოს ეფექტური პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.
- ბ. დაწყებითი საფეხურის დარგის / საგნის პედაგოგი აღიჭურვოს დარგობრივი და მეორე ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) კომპეტენციებით;
- გ. კურსდამთავრებული დაეუფლოს მულტილინგვური განათლების სფეროსთვის დამახასიათებელ სტრატეგიებს, ხერხებსა და მეთოდებს და ადეკვატურად გამოიყენოს ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მიდგომა სწავლა/სწავლების პროცესში;
- დ.კურსდამთავრებულს ჩამოუყალიბდეს და სწავლების პროცესში ასახოს ლიბერალური მსოფლმხედველობრივი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები; შეიძინოს ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული კომპეტენციები; დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდები.
- საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე;
- პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს თსუ სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
- პროგრამაზე სწავლის უფლება ასევე შეუძლია მოიპოვოს თსუ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულმა ქართული ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემთხვევაში.
ცოდნა და გაცნობიერება
1. განმარტავს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს; მოსწავლეზე ორიენტირებულისწავლების პრინციპებსა და შესაბამის მოთხოვნებს;
2. აქვს სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, რაც უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბამის საგნის/საგნობრივი ჯგუფის ცოდნას;
3. იცნობს ბავშვის კოგნიტურ, ფსიქო-სოციალურ და ფიზიკური განვითარების თავისებურებებს და სწავლის პროცესზე მათ გავლენას;
უნარები
4. იყენებს მულტილინგვური განათლების სფეროსთვის დამახასიათებელ სტრატეგიებს, შეფასების ხერხებსა და მეთოდებს პრობლემების გადასაჭრელად;
5. სწორად გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს სასწავლო პროგრამას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.
6. ეფექტურად იყენებს სწავლება/სწავლის პროცესის ძირითადი პრინციპების, მეთოდების, სტრატეგიების, ორგანიზებისა და შეფასების ფორმებს მოსწავლეთა მიღწევების ასამაღლებლად; პროფესიულ გარემოში პრაქტიკულად იყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს;
7. ახორციელებს ენისა და საგნის სასწავლო გეგმის ინტეგრირებას ისე, რომ საგნის სასწავლო გეგმა ეხმარებოდეს ენის შესწავლას და პირიქით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
8. თანმიმდევრულად და მრავალმხრივად აფასებს განათლების სფეროში საკუთარ ცოდნას და განსაზღვრავს შემდგომ სწავლის საჭიროებებს; სწავლა/სწავლების პროცესში დასახული კონკრეტული მიზნისათვის მოიძიებს საჭირო სიახლეებს ; აქვს დამოუკიდებლად შესწავლის უნარი და დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა;
9. მოსწავლეს (მათ შორის სხვადასხვა ტიპის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფებს) აღიქვამს სრულფასოვან პიროვნებად, ზრუნავს მასზე და ავლენს მის მიმართ პატივისცემას; უვითარდება ტოლერანტობისა და საკუთარი ერის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა ზრუნავს ;მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობაზე;
10.პატივს სცემს და იღებს სხვადასხვა აღმსარებლობას, კულტურასა და ტრადიციებს და მრავალფეროვნების, ბილინგვიზმისა და მულტიკულტურალიზმისადმი უვითარდება პოზიტიური დამოკიდებულება.
- არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის (I - VI კლასების) შესაბამისი საგნის (ქართული, როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, საზოგადოებრივი მეცნიერებები);
- ასევე – I - IV კლასების საგნობრივი ჯგუფების (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, საზოგადოებრივი მეცნიერებები) მასწავლებელი (პროფესიით მუშაობის დაწყება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად).
- კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ დასაქმდნენ განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო (საგანმანათლებლო რესურსცენტრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-ებსა და სხვა ქვეუწყებებში) და არასამთავრობო სექტორში.